კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბებაზე

06 ნოემბერი 2020, 18:12 1166 ნახვა

2020 წლის  არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით , მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,, ბაგრატიონი სახე +“  ბრიფინგი გამართა. პარტიის წარმომადგენლები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ, პასუხისმგებლობას კი უმაღლეს საარჩევნო კომისიას აკისრებენ. ცნობისთვის,  პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში  ღებულობდა მონაწილეობას. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე  მათი დამკვირვებლების მიერ დათვლილი ხმების მიხედვით, უმაღლეს საბჭოში 3 დეპუტატის შეყვანა შეუძლიათ. ედნარ ბაგრატიონის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ხმები ხელახლა არ გადაითვლება ისინი უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი