საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, მსჯავრდებულ რურუას ჯგუფური ძალადობის გზით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
''პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა'' - წერია ინფორმაციაში.