ხელვაჩაურის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

06 ნოემბერი 2020, 15:00 941 ნახვა

აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, ხელვაჩაურის მერია  88  ათას  675 ლარს ითხოვს. მუნიციპალიტეტში დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა. რიგგარეშე სხდომაზე  დეპუტატებმა და მერიის წარმომადგენლებმა  განკარგულების პროექტი განიხილეს. 

კერძოდ, მუნიციპალური  განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა,   ოქტომბერში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, დაზარალებული ოჯახების საკარმიდამოს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.  ასეთია 49 ოჯახი, რომლის საცხოვრებელთან ფერდსამაგრი კედელი და გაბიონი უნდა მოეწყოს.

მერიაში განმარტავენ, რომ  ამ ეტაპზე ეს ოჯახები  დროებით ქირით  ცხოვრობენ. პროექტების მომზადების ბოლო ვადა 25 დეკემბერია, თუმცა უწყებაში ირწმუნებიან, რომ პარალელურად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი