უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო, ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები - ამირან გამყრელიძე

06 ნოემბერი 2020, 15:22 396 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებაა საჭირო.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს შეზღუდვები დაწესდება.

„ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები. ჩვენც მივდევთ ამ სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ლოკდაუნები. წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესების.

მათზე მიმდინარეობს მსჯელობა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დაწესდება.

ჩვენ ერთის მხრივ ეს წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გვქონდეს და მეორე მხრივ მზადყოფნა გაზრდილი ინფიცირების შემთხვევაში პაციენტების სწორად მართვა უნდა შევძლოთ. ეს იქნება ბალანსი"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში