ოპოზიციის ბოიკოტი გრძელდება. დედაქალაქის პარალელურად მორიგი საპროტესტო აქციისთვის ბათუმშიც ემზადებიან, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 ნოემბრისთვისაა დაანონსებული. მანამდე კი ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მართავს.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია, სწორედ ამიტომ ისინი პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.