ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ და შიგნით ხმაური და დაპირისპირებაა. მედიას არ ეძლევა შესაძლებლობა შენობაში შევიდეს, ამიტომ დაზუსტებით იმის თქმა თუ რა ხდება ან რას უკავშირდება ხმაური და დაპირისპირება უცნობია.
ამ ეტაპზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში საჩივრების განხილვა დაპირისპირების გამო შეჩერებულია და ადგილზე სიტუაციის განმუხტვას დაცვის თანამშრომლები ცდილობენ. შენობის გარეთ კი ოპოზიციური პარტიის წევრები და აქტივისტები შენობაში შესვლას ითხოვენ.
„ხმების მონებო“ სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ადგილზე მობილიზებული პოლიციელები ცდილობენ, რომ აქციის მონაწილეებმა შენობაში შეღწევა ვერ შეძლონ.
ცოტა ხნის წინ კი აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის საავტომობილო მონაკვეთი გადაკეტეს. რამდენიმე წუთის განმავლობაშ შეჩერებული იყო ავტომობილთა გადადგილება.
სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სავალ ნაწილზე გადაინაცლეს. ოპოზიციონერი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
,,ეს არ არის არჩევნები. როცა ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენება, ხალხს დააშინებ, ძველი ბიჭების გამოყენებით ცდილობ სასურველ შედეგს მიაღწიო და ბოლოს ამითაც არ კმაყოფილები და შედეგებს ხელით გადაწერ. რა ჰქვია ამას? არაფერი სხვა თუ არა ხელისუფლების მიტაცება'' - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი ანდრო ლოსაბერიძე.