აჭარის მთავრობასთან გაერთიანებულმა ოპოზიციამ საგაგებო განცხადება გააკეთა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ისინი აჭარის მთავრობასთან აქციებს დროებით წყვეტენ, რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის მობილიზებას იწყებენ და 8 ნოემბერს ფართომასშტაბიანი აქციისთვის მოემზადებიან.