აქციის მონაწილეებმა უსკოს შენობის კარზე ბოქლომი ჩამოკიდეს

04 ნოემბერი 2020, 17:44 1100 ნახვა

დღის მეორე ნახევარში აქციის წევრებმა მსვლელობით და შეძახილებით  ''იმოქმედე'' და ''დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა'' უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.ადგილზე აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელიც იმყოფებოდა, რომელმაც აქციის მონაწილეები შეაჩერა. კომისიის შენობის კარი კი გისოსებით ჩაკეტეს და ბოქლომი დაადეს. აქტივისტები უსკოს შენობასთან რამდენიმე წუთით გაჩერდნენ და შემდეგ ისევ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადმოინაცვლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი