ამ წუთებში მოსამართლე ლაშა თავართქილაძე ნაციონალური მოძრაობის სარჩელს განიხილავს. პარტია ბათუმის 79-ე ოლქში 11 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ 11-ივე უბანზე არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებლად შემაჯამებელ ოქმებში დარღვეული ბალანსი მოჰყავთ. იურისტის მტკიცებით, ამომრჩევლის ხელმოწერების და ბიულეტინების რაოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც ეჭვს ბადებს, რომ ხმების გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ თუ სარჩელს სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი პროკურატურას მიმართავენ. ამ წუთებში მათ პრეტენზიებს საოლქო კომისიის იურისტები პასუხობენ.