არსებობს მზაობა, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა - ირაკლი კობახიძე

04 ნოემბერი 2020, 13:58 1214 ნახვა

''ქართული ოცნების ლიდერის განცხადებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იყო დადებითი. 

ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს მზაობა, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა - ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხებოდა.

მესამე სექტორის ნაწილმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი. 

''მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთო დასკვნას, რომელიც გამოიკვეთა. არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა იყო დადებითი. 

რაც შეეხება გადათვლას, ამასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა კონსულტაციები და ზოგადად, არსებობს მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს ყველა კომისიის წევრი, მათ შორის ოპოზიციიდან დანიშნული კომისიის წევრებიც. ამის მიუხედავად, რამდენადაც ვიცი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც აქვს ამის მზაობა, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში