ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არასწორი საარჩევნო ოქმები წარმოადგინა, რომლებშიც შეცდომები „ქართული ოცნების“ კანდიდატების ოპონენტების სასარგებლოდ არის დაშვებული.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეცდომები მექანიკურია, რადგან ვინმეს განზრახ რომ უნდოდეს ოქმის გაყალბება, ამას თავის საზიანოდ არ გააკეთებდა.
მისი განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და საარჩევნო პროცესის შესახებ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ.