,,სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან“-ასე უპასუხა ქართული ოცნების ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებებს და გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ. მისი თქმით, “ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე და საზოგადოებას გასაჭირში ვერ მიატოვებს.