დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ცოტა ხანში გაირკვევა. ნიკა მელიას მიერ ელექტრო სამაჯურის მოხსნის გამო საგამოძიებო ორგანო ითხოვს შეეფარდოს 100 000 ლარიანი გირაო, ასევე აეკრძალოს ქვეყნის დატოვება. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური ორი დღის წინ მელიამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.