ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს - ერთობლივი დოკუმენტი

03 ნოემბერი 2020, 15:05 1272 ნახვა

,,გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“ - ეს არის ნაწყვეტი იმ  ერთობლივი განცხადებიდან, რომელსაც ხელი  მოაწერა 20-მდე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ.  მათ შორის არ არის პატრიოტთა ალიანსი, თუმცა მოთხოვნებს ეთანხმება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს.  

შეიცვალოს ცესკოს ადმინისტრაცია - ამ მოთხოვნით ოპოზიციის საპროტესტო აქცია ამ წუთებში  საარჩევნო ადმინისტრაციასთან  მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკოსებთან ერთად  მსვლელობას გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში