გაერთიანებული ოპოზიციის ბოიკოტი

02 ნოემბერი 2020, 20:55 1442 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებით მოპოვებულ მანდატებს თმობს. პარტიამ გადაწყვეტილება  მიიღო და ისინი მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურშიც არ მიიღებენ.  გაერთიანებული ოპოზიციია უნდობლობას უცხადებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ხვალ 5 საათზე აჭარის მთავრობასთან აქცია გაიმართება. არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, ასმათ დიასამიძე,  დავით კონცელიძე და მამუკა ჯევაიში მოხვდნენ. ისინი პროტესტის ნიშნად მანდატების მიღებაზე უარს ამბობენ.  „ქართულ ოცნებას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების მინიმალური საჭიროება უკვე მოპოვებული აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი