გუშინ წაბლანაში არჩევნები არ ჩავარდნილა - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

01 ნოემბერი 2020, 17:38 1258 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, გუშინ არჩევნები არ ჩავარდნილა. 

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობდა და ყველას ჰქონდა საშუალება არჩევნებში მონაწილეობა თავისუფალ გარემოში მიეღო.

მისივე თქმით, გეგმავს მოსახლოებას კიდევ ერთხელ შეხვდეს და დაელაპარაკოს.

''რაც შეეხება გარკვეული ჯგუფის, თუნდაც სოფლის გადაწყვეტილებას, მე კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად, დაველაპარაკო ამ ადამიანებს, ისე , როგორც ეს ადრე გავაკეთე. თუმცა გესმით, რომ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, ამიტომ ჩვენ მანევრირების დიდი საშუალება არ გვქონდა, მათ შორის, იმ პრობლემებს, რასაც ეს ხალხი აყენებდა.

კიდევ უფრო აქტიურად და პროაქტიურად მოგვეხდინა ამის გადაწყვეტა. ეს კონსულტაცია რა თქმა უნდა, გაგრძელდება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

გუშინ სოფელ წაბლანაში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი