ქობულეთის 29-ე მაჟორიტარულ ოლქში, ამ დროის მონაცემები ასეთია. აქაც ლიდერობს ქართული ოცნება და მეორე პოზიციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ამ დროისთვის, ქობულეთის 81-საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარია მხოლოდ შესული, მე-9 საარჩევნო უბნიდან და ისიც ტექნიკური ხასიათის.
რაც შეეხება საოლქოს თავმჯდომარეს, გელა ხახნელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მე-2 ტურიც გაიმართოს, თუმცა ეს ჯერჯერობით არაა ზუსტი მონაცემი.
რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხმების საერთო რაოდენობას და აქტივობას, 43-ათას, 186-ამომრჩეველმა დააფიქსირა მისი არჩევანი. ეს ციფრი დაახლოებით, 61% შეადგენს.
მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნებზე, არ გამოცხადდა და ხმა არ დაუფიქსირებია, დაახლებით, 27-ათას, 585-ამომრჩეველმა.
ცნობისთვის მუნიციპალიტეტში, 70844, ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან 4-სპეც უბანზე, 318 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.