კობახიძემ არჩევნების წინასწარი შედეგები წარმოადგინა. ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის დათვლილი უბნების მონაცემებით "ქართულ ოცნება"-ს ამომრჩეველთა 48.36 პროცენტი უჭერს მხარს და უკვე გარანტირებულად აქვს 76 მანდატი. მათ შორის 62 პროპორციული სიით, ხოლო 14 მაჟორიტარული სიით. საბოლოო ჯამში კი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მმართველ პარტიას პარლამენტში 92 მანდატი იქნება, რაც მათი პროგნოზით მოსალოდნელიც იყო. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოცნება მაჟორიტარულ ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურსაც მოიგებს. კობახიძე შესაძლო გაყალბებების შესახებ გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ტექნიკური ხარვეზები, რომელთა გასწორებსაც საოლქო კომისიების დონეზე პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას, კობახიძე აცხადებს, რომ ისინი არა ცივილურად იქცევიან. კობახიძე არჩევნების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნები სამართლინ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა და თუ რაიმე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, ეს ოპოზიციის ქმედებებს უკავშირდება და არა ხელისუფლებისას