ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს . 3 ათას 847 უბნიდან დათვლილია 2 252 უბანი. ცესკო თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. უკვე ცნობილია ისიც, რომ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება.