ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბენ

01 ნოემბერი 2020, 04:59 1113 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

"ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გლდანში ნიკა მელიას შტაბში არიან შეკრებილი ოპოზიციონერები და მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ჟვანია ქურდობს, ეს არის არჩევნების მოპარვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცესკო-სთან არის მისული ბექა ბასილაია და მოითხოვს, რომ მისცენ ცესკო-ში შესვლის შესაძლებლობა. მისი თქმით, ის ცესკო-ში წარმომადგენელია და სრული უფლება აქვს, ტერიტორიაზე შევიდეს. ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი