უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აჭარაში სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანი დახურულია და დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა.
რეგიონში არჩევანი 186 182-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 59,12%-ია.
მოქალაქეების ყველაზე მაღალი აქტივობა - 71,9% დაფიქსირდა ქედის ოლქში.
ამომრჩევლების აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:
ბათუმის ოლქი: 81 222 ამომრჩეველი - 55,14%
ქობულეთის ოლქი - 43 186 - 60,9%
ხელვაჩაურის ოლქი - 25 402 ამომრჩეველი - 60,9%
შუახევის ოლქი - 10 057 ამომრჩეველი - 66,53%
ქედის ოლქი - 11 304 ამომრჩეველი - 71,9%
ხულოს ოლქი - 15 011 ამომრჩეველი - 61,96%
უსკოს ინფორმაციით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი.