მათ ვისაც პროფესიული განათლების მიღების სურვილი აქვთ, რეგისტრაციისთვის 2 დღე რჩება. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ სასურველი მიმართულება 150-ზე მეტი პროფესიული პროგრამიდან შეარჩიონ და მიიღონ განათლება სახელმწიფო დაფინანსებით. რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საინფორმაციო და რესურსცენტრებშია შესაძლებელი.