მოხეს ინციდენტი - სამუფთოს განცხადება

15 ოქტომბერი 2016, 00:00 3759 ნახვა

მოხეს ინციდენტს  გამოეხმაურა სრულიად  საქართველოს  სამუფთო. ადამ შანთაძის  განცხადებით უკვე თვეებია  მუსლიმი მრევლი კომისიის  დასკვნას  ელოდება, რომელსაც  სადავო სამლოცველოს  საკითხი უნდა  შეესწავლა, თუმცა მუსლიმებს  ეჭვი აქვთ, რომ სიტუაცია ხელოვნურად  ჭიანურდება.  შუადღის ლოცვების  ჩატარება  აღნიშნულ შენობაში  მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა  რამდენიმე  დღის  წინ  განაახლეს, რასაც მართლმადიდებელი მრევლის პროტესტი მოყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ შენობა  ძველი ქრისტიანული ტაძარია.  სიტუაციაში გასარკვევად  მოხეში ჩავიდნენ   სამუფთოს  წარმომადგენლები   და რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი. ადამ შანთაძის განცხადებით ამ დროისთვის  მოხეში  ინციდენტი დასრულებულია  და  დაპირისპირებული მხარეები კომისიის  დასკვნას  ელოდებიან. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში