"ევროპულ საქართველოში" ირწმუნებიან, რომ ბათუმში საარჩევნო პროცესი სისტემური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ მაგალითად მათ მოჰყავთ მე-7 საარჩევნო უბანი, სადაც პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ამომრჩეველმა მიაწოდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ბიულეტენი დაზიანებულია.
ზამბახიძე ირწმუნება, რომ ამგვარ დარღვევებს მასიური ხასიათი აქვს.
ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე ადასტურებენ, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. თუმცა ამბობენ, რომ დაუზიანდათ მხოლოდ ერთი ბიულეტენი და რომ ეს იყო შემთხვევითობა.