სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბათუმში აგიტატორები თანხას არიგებენ. მოქალაქეებს ასევე აქვთ სიები, სადაც ნიშნავენ კონკრეტულად ვის გადაეცა ფული. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე გადაიღო კადრები და ჩაწერა ადამიანი, რომელიც ტელეფონის საშუალებით უცხო პირს აწვდიდა ინფორმაციას თუ ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე. ქალი რამდენიმე ადამიანის სახელსა და გვარს ასახელებდა.
მოქალაქე ამბობს, რომ ის მხოლოდ ახლობელს ესაუბრებოდა და არცერთი პარტიის აგიტატორი არ არის. რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც მიკროავტობუსიდან არიგებდნენ პროდუქტებს და სხვადსხვა ნივთებს.
ბათუმის ერთ-ერთ უბანზე, მერვე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსები გამოჩდნენ, სადაც იმყოფებიან მოქალაქეები,რომლებსაც სიები ჰქონდათ. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, მათ ფურცლები დამალეს და განაცხადეს, რომ ისინი უბანზე ამომრჩევლების მისვლას არ აღრიცხავენ.