დაპირისპირება მარნეულში

31 ოქტომბერი 2020, 11:22 1045 ნახვა

მარნეულში საარჩევნო უბანთან მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მარნეულში, 52-ე საარჩევნო უბანთან ერთმანეთს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა'' და ''ქართული ოცნების'' წევრები დაუპირისპიდნენ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები აგიტაციას ეწევიან. ისინი უბნის მიმდებარედ იმყოფებიან და მოქალაქეებს მოუწოდებენ ხმა მისცენ ''ქართულ ოცნებას''. ოცნების აქტივისტები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, ისინი ცდილობდნენ, რომ უბანზე ჯერ შესულიყვნენ ქალები და შემდეგ მამაკაცები.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში