ბათუმის ერთ-ერთ უბანზე, მერვე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსები გამოჩდნენ, სადაც იმყოფებიან მოქალაქეები. მათ ხელში სიები უჭირავთ. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, მოქალაქეებმა ფურცლები დამალეს და განაცხადეს, რომ ისინი უბანზე ამომრჩევლების მისვლას არ აღრიცხავენ.
ამბობენ, რომ ისინი სამძიმარზე მივიდნენ. ''როგორ არ გრცხვენიათ ამას, რომ მეკითხებით. პროვოკაციებს აწყობთ. სამძიმარზე მოვედით, მიხეილი სააკაშვილი მოკვდა, აქვე ცხოვრობს თქვენ არ იცით'' - უთხრა ჟურნალისტებს ქალმა, რომელიც სამარშრუტო ტაქსში იმყოფებოდა.
მსგავსი კადრები გადაიღო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქობულეთშიც. მოქალაქემ ჟურნალისტს ღიად დაუდასტურა, რომ ის ''ქართული ოცნების'' ამომრჩეველია და უბანზე მისი ახლობლებისა და ნათესავების მისვლას ელოდებოდა.