"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ფოთში საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" აგიტატორებია მობილიზებული 

31 ოქტომბერი 2020, 09:41 1671 ნახვა

ფოთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებული და ადგილზე მისულ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ განცხადებას ,,ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრი აკეთებს.

ოპოზიციის განცხადებით, ეს კანონდარღვევაა. ადგილზე შეკრებილი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ უბანზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და პირბადეებს არიგებენ.

" ხალხს არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ნორმალურად გააკეთონ არჩევანი. ამათ გონიათ, თუ აგიტატორს დააყენებენ და ხალხს ჩაუტარებენ რაღაც ლექციას, მათ მისცემენ ხმას, აი ასეთი სულმდაბლები არიან. ამბობენ ტყუილა ვდგავართ აქო, რატომ დგანან ტყუილა?! სპორტსმენებია ჩართული ამ პროცესში, ყველა იძულებით ჰყავთ ჩართული", - აცხადებს," ნაციონალური მოძრაობის " ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში