ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ''ჩვენი საქართველო აქ არის'' აჟღერდა, რომელზეც ''ქართული ოცნების'' კლიპიც არის გადაღებული 

31 ოქტომბერი 2020, 08:31 546 ნახვა

ზუგდიდში, #27 მაჟორიტარულ ოლქში, 29-ე უბანზე წილისყრის პროცედურის მიმდინარეობისას, გიორგი ცაბაძის სიმღერა ,,ჩემი საქართველო აქ არის " აჟღერდა. სიმღერა საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჩართო, რაც უბანზე არავის გაუპროტესტებია.

ამ სიმღერაზე ''ქართული ოცნების'' კლიპიც არის გადაღებული.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი დაინტერესდა, არჩევნების დღეს ხომ არ იყო ეს დარღვევა და ერთგვარი აგიტაცია? 29-ე უბნის თავმჯდომარე ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

სიმღერა რამდენიმე წუთში გათიშეს, თქვეს, რომ ასე უბრალოდ მუშაობაში ხელი ეშლებოდათ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში