პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

30 ოქტომბერი 2020, 15:05 1019 ნახვა

ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნზე“ საუბარი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ასეთ საკითხებს გარკვეული პოლიტიკური ძალები ხმების დასაგროვებლად.

პრემიერ-მინისტრი დღეს გამოსვლისას ხვალინდელ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციის და საზოგადოების ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ საარჩევნო პროცესებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიაროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი