„ახალგაზრდული მუშაკის“ მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო ქობულეთის პროფესიულმა კოლეჯმა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 16- 29 წლის ახალგაზრდებს, სწავლება 6-თვიანია.
პროექტის ბოლო საფეხურზე, სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი პროექტის წარდგენა, რომელსაც შესაბამისი კომისია განიხილავს და შესაძლოა იგი დაფინანსდეს. სწავლება მოიცავს საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, პროექტების წერას, დისკუსიების და დებატების ხელოვნება.