ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულია. მისი თქმით, ევროპა კვლავ ეპიდემიის ეპიცენტრია. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, ევროპაში „კოვიდ-19“-ის მილიონ-ნახევარი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი, საერთო ჯამში, 10 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. „იმის მიუხედავად, რომ ჩემმა ნათქვამმა შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს, უნდა გამოვხატო ჩვენი შეშფოთება ევროპაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, გაზაფხულის შემდეგ წარმოუდგენლად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც – განაცხადა ჰანს კლუგემ.