უსმენენ თუ არა ჟურნალისტებს ფარულად?

29 ოქტომბერი 2020, 15:21 1245 ნახვა

ირაკლი კობახიძემ დღეს, ბრიფინგზე კონკრეტულ ტელევიზიებთან დაკავშირებით ისაუბრა. აღნიშნა, რომ დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წინასაარჩევნოდ. დაასახელა მთავარი არხი და ტვ პირველი. დააკონკრეტა, რომ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სადაც ჟურნალისტი ნატო გოგელია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ტელეფონით,არჩევნების დღესთან დაკავშირებით ესაუბრა.

მაგალითისთვის,გუშინ შედგა საუბარია ტვ პირველის ჟურნალისტს ნატო გოგელიასა და ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს ბექსო ქათამაძეს შორის, რა დროსაც, გოგელიამ მხადაჭერის მიზნით მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ სადაც, ვციტირებ: აპირებენ ხმაურს და არეულობას'' - თქვა ბრიფინგზე კობახიძემ. პირად საუბარს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან ადასტურებს თავად ტვ პირველის ჟურნალისტი, თუმცა ნატო გოგოლია აცხადებს, რომ ეს არის დამახინჯებული კონტექსტი.

განმარტავს, რომ აღნიშნულ პიროვნებასთან მან წინასაარჩევნო გარემოს შესახებ დასვა კითხვები. მისი მტკიცებით ანალოგიური კითხვები დასვა მმართველი გუნდის წარმომადგენელებთან, თუმცა ეს სატელეფონო ჩანაწერი არ გასაჯაროვებულა. ნატო გოგელია გეგმავს ირაკლი კოხაბიძეს სასმართლოში უჩივლოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი