საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
covid-19-ით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 022 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 344-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.