მათ ქონდათ დავალება, რომ სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს შეასრულეს ზედმიწევნით - გახარია

27 ოქტომბერი 2020, 17:54 1149 ნახვა

შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ სამხედროები ცილისწამების მსხვერპლნი გახდნენ. რადგან სამ დღეში არჩევნებია,პრემიერის თქმით, ეს არის ამორალური.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. მეორე ნაწილი, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ დასრულდება წარმატებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვთესავთ მოსახლეობაში პანიკას.

ხვალ არჩევნები, რომ დასრულდება და ''ქართული ოცნება'' დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოება, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას. 

მე შინაგან საქმეთა სამინისტროში, მხვდა ბედნიერება, ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მე მინდა მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე როგორც თითოეულ სამხედროს, რომლებიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური.

მერწმუნეთ ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე და ისე არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა. შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანდა იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა. ყველა მივხვდებით ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს. არჩევნებიდან მეორე მესამე დღეს'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი