არჩევნებამდე სამი დღით ადრე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საინფორმაციო კამპანიას იწყებს. რეგიონის მოსახლეობა 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან ერთად რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებსაც ირჩევს. შესაბამისად საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს 4 ბიულეტენს მისცემენ. ორს -ცისფერსა და ვარდისფერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ხოლო ორს -მწვანესა და ყვითელს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. უსკომ სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დაამზადა და დღეს მოქალაქეებს დაურიგა.