ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 9 თვის განმავლობაში 379 ათას 326 ლარი დაიხარჯა და სულ 672 ოჯახს გაეწია დახმარება. ჯანდაცვის 9 მიზნობრივი პროგრამით ისარგებლა 781-მა ბენეფიციარმა, რაზეც 370 ათას 882 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება განათლების სფეროს, ამ მიმართულებით სამი კვარტლის შესრულებამ 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მერიის მიერ წარდგენილი სამი კვარტლის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ ხელვაჩაურის მერია პანდემიას გაუმკლავდა.