გამოჯანმრთელების პოზიტიური დინამიკა გვაქვს - ბერდია სიჭინავა

27 ოქტომბერი 2020, 11:46 3667 ნახვა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, პოზიტიურ დინამიკა ნარჩუნდება და ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა -12 632-მდე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში,23 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 9, აჭარაში - 8, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა.

''ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 19 231. 3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტი - 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი