ბანკზე თავდასხმის საქმე -თემურ ხვიბლიანი ბრალდებებს უარყოფს

24 ოქტომბერი 2020, 15:45 1672 ნახვა

კიდევ ერთი ახალი ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადასცემს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, საქართველოს ბანკში შეჭრილ  შეიარაღებულ თავდამსხმელს თანხას. ისმის დიალოგიც.

სავარაუდოდ სწორედ ამ პროცესის შემდეგ ტოვებს ბანკის შენობას  დამნაშავე მძევლებთან ერთად.  რეზონანსული  სპეცოპერაციის მთავარი ფიგურანტი  ამ დრომდე თავისუფალია. ბოლო ინფორმაცია სპეცოპერაციის  პირველი ნაწილის დასრულების  შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრისგან იყო ის, რომ  თავდამსხმელის იდენტიფიცირების მიზნით, მათ შორის იმის შესახებ მოქმედებდა თუ არა იგი მარტო - გამოძიება აქტიურად მუშაობს. 

ვიდრე გამოძიება დაადგენს ვინ შეიჭრა საქართველოს ბანკში, იქამდე საქმეში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე ჩნდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი