გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 26503 გახდა.
გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 412 პირი.
მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ. გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
განახლებული სტატისტიკის თანახმად კარანტინის რეჟიმში - 4180, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3571, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2293.