გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

23 ოქტომბერი 2020, 20:32 853 ნახვა

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა.მისი თქმით, საბჭოში თანამდებობა დატოვა, თუმცა მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას აგრძელებს.

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ 22 ოქტომბერს დაინიშნა. არსებული კანონმდებლობით, ეს საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია და მიქაუტაძეს პოსტის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, აირჩევენ.

მიქაუტაძე იმ ე.წ. კლანის წევრია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია საუბრობს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი