ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო 

23 ოქტომბერი 2020, 18:19 1042 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ცესკოს განცხადებით, საერთო ჯამში, თბილისის სტამბაში 3 ათას 725 უბნისათვის დაიბეჭდება 7 მილიონ 102 ათას 600 ბიულეტენი, მათგან 3 მილიონ 160 ატას 900 ბიულეტენი განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ჯამში 584 000 ბიულეტენია გათვალისწინებული.

ცნობილია, რომ ცესკოს დადგენილებით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობენ ცესკოს მიერ შექმნილი საარჩევნო უბნების გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი