ბათუმში, პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში გუშინ, ღამით მომხდარ ფაქტს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო რაც მოქალაქემ 112-ში დარეკა. გვანცა შარაძის განცხადებით, მოქალაქემ საკუთარ სახლთან ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ლუდის კათხა ესროლა. პოლიციამ კაფესთან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მოგვიანებით კი უწყებაში დაადასტურეს, რომ ერთი პირი დააკავეს.