თბილისში სარაჯიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა.
რამდენიმე საათის წინ ავჭალაში კიას მარკის ავტომობილში შუახნის კაცი ჩაცხრილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით მოქალაქე, ვის მიმართაც გასროლა განხორციელდა, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. შსს ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.