ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს. შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია მოკვლევა. პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.