ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელებს განიხილავს. პროცესი 4 საათზეა ჩანიშნული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ბათუმის იმ უბნების ხელმეორე გადათვლას მოითხოვს, რაზეც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ განხილვის დროს უარი განაცხადა. ასეთი საიას საჩივრის მიხედვით 6 უბანია. სულ ორგანიზიაციამ, 37 საჩივარი დაწერა უმრავლესობა ბალანსის არასწორად შედგენას ეხებოდა, რაც საიამ ოლქში გაასაჩივრა, თუმცა კომისიამ დიდი ნაწილი არ დააკმაყოფილა.