საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 ოქტომბერი 2020, 10:59 1359 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  1759  ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა  24562 გახდა.

გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 350 პირი.

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების რაოდენობა ასე ნაწილდება:

„აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ბერია სიჭინავამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 131 სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ხვალ იქნება განახლებული პროგნოზები, თუმცა მოსალოდნელია, დღეში ინფიცირების 3000-4 000 შემთხვევა დაფიქსირდეს.

მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ. გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

განახლებული სტატისტიკის თანახმად კარანტინის რეჟიმშის - 4408, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155, ​კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1848.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი