პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

13 ოქტომბერი 2016, 00:00 2921 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა. საუბარი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ საუბრის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ყირგიზეთის ბიზნესფორუმი 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი