43 მძევალი გათავისუფლებულია- შსს-ს განცხადება

22 ოქტომბერი 2020, 11:48 1150 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ  ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ. უწყების მიერ ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია ის, რომ  გათავისუფლებული  მძევლების  სიცოცხლესა და  ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ  მძევლების  ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. გალდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია,  რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა.  სწორედ მასთან და კიდევ ორ მძევალთან ერთად დატოვა ბოლოს ბანკის შენობა შეიარაღებულმა პირმა. მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში