თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა არჩევენბში მონაწილეობისთვის ცესკოს ცხელ ხაზზე +995 32 251-00-51-ზე უნდა დარეკონ და გადასატანი ყუთი მოითხოვონ. მათ ამისთვის სამდღიანი ვადა ექნებათ. რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მოგვიანებით ცესკო ცხელ ხაზზე დარეგისტრიორებულ პირებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ბაზაში გადაამოწმებს იმის დასაზუსტებლად იმყოფებიან თუ არა ისინი ნამდვილად თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის ასეთი ამომრჩეველი ქვეყნის მასშტაბით 36 ათას 847 ადამიანია. უკვე შეიქმნა სპეციალური უბნები. აჭარაში სულ 24 იქნება, მათ შორის 16 ბათუმში, 4 ქობულეთში ხოლო თითო ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.